Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის დიქტატორს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


არგენტინის უკანასკნელ დიქტატორს ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 82 წლის რენალდო ბილიონე სასამართლომ დამნაშავედ სცნო 1976-83 წლებში ადამიანთა წამების გამო, როდესაც ის ატრგენტინაში სამხედრო ხუნტას ხელმძღვანელობდა. ეს არ არის ბილიონეს პირველი სასამართლო პროცესი - 1999 წელს ის სასამართლომ ბავშვების გატაცების გამო გაასამართლა. მაშინ გაითვალისწინა რა სასამართლომ მისი ასაკი, მას მხოლოდ შინაპატიმრობა მიესაჯა.
XS
SM
MD
LG