Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერობის კანდიდატებს სავარაუდოდ, გია გაჩეჩილაძე, იგივე ”უცნობი” შეემატება


თბილისის მერობის კანდიდატებს სავარაუდოდ, გია გაჩეჩილაძე, იგივე ”უცნობი” შეემატება. მან სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” დღეს დაუდასტურა, რომ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს და საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ გია გაჩეჩილაძე საბოლოო გადაწყვეტილებას არა რამდენიმე დღეში, არამედ დღეს, 21 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერით გამოაცხადებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩეჩილაძე უარყოფდა თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG