Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სანაპიროს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება


მექსიკის ყურე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც იქ დაღვრილი ნავთობის გაწმენდას ცუდმა ამინდმა შეუშალა ხელი. ლუიზიანას სანაპიროსთან მახლობლად ნავთობის მბურღავი პლატფორმა ჩაიძირა ხუთშაბათს და მას შემდეგ იქ დღეში 1000 ბარელი ნავთობი იღვრება. ნავთობმა შეიძლება მთელი სანაპირო დააზარალოს. პლატფორმაზე მომუშავე 11 მუშა უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ვარაუდობენ, რომ ისინი დაიღუპნენ. სამაშველო სამუშაოები მათ გადასარჩენად უკვე აღარ მიმდინარეობს. სულ ჩაძირული პლატფორმიდან ასზე მეტი მუშა გადაარჩინეს.

XS
SM
MD
LG