Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სამხედრო ტრიბუნალის პროკურორი მლადიჩის დაპატიმრების მოწოდებით გამოდის


გაეროს სამხედრო ტრიბუნალის პროკურორმა დღეს სერბიასა და რეგიონის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, „ყველა ღონეს მიმართონ“ ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი სარდლის, რატკო მლადიჩის დასაპატიმრებლად. ამ მოწოდებით პროკურორი სერჟ ბრამერცი აღმოსავლეთ ბოსნიაში, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლისადმი მიძღვნილ მემორიალთან გამოვიდა. მლადიჩი ძებნილად არის გამოცხადებული ყოფილი იუგოსლავიის საკითხებში გაეროს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ. ყოფილი გენერალი, რომელიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტისა და სარაევოს 44-თვიანი ალყის მოთავედ არის მიჩნეული, სავარაუდოდ სერბიაში იმალება. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა ბოსნიაში 1992-1995 წლების ომის ერთადერთი ეპიზოდია, რომელიც „გენოციდად“ აქვს შეფასებული ორ საერთაშორისო სასამართლოს: სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და გაეროს სამხედრო ტრიბუნალს.
XS
SM
MD
LG