Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა


დაღესტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ერთ-ერთო დაზარალებული გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხუთშაბათს დაღესტანში, ხასავიურტისა და ყაზბეგსკის რაიონების საზღვარზე მომხდარი აფეთქებების შედეგად ორი მილიციელი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკველმა ტერორისტმა მოაწყო. სხვადასხვა მონაცემებით, დაიჭრა დაახლოებით 16 ადამიანი. დაზიანდა 10 ავტომობილი. თავდამსხმელმა ასაფეთქებელი ნივთიერება მოქმედებაში მოიყვანა საპატრული პოლიციის საგუშაგოზე, სადაც იგი დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავიდან აიცილეს მსხვილი ტერორისტული თავდასხმა.
XS
SM
MD
LG