Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი პარლამენტარი: ბურკა მთელი ევროპის მასშტაბით უნდა აიკრძალოს


ევროპის პარლამენტის წევრი, სილვანა კოხ-მეჰრინი გამოვიდა მოწოდებით, მთელი ევროპის მასშტაბით აიკრძალოს ბურკის ტარება - ვინაიდან ქალების ბურკით შებურვა, მისი თქმით, „ღიად უჭერს მხარს ღირებულებებს, რომელსაც ევროპაში არ ვიზიარებთო.“ კოხ-მეჰრინი ევროპარლამენტში გერმანიის თავისუფალ დემოკრატებს ხელმძღვანელობს. მისი ეს მოწოდება გერმანიაში გამომავალ ერთ-ერთ ყოველკვირეულ ჟურნალში დაიბეჭდა. 29 აპრილს ბელგიამ დაუჭირა მხარი ბურკის აკრძალვას, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. კანონი ახლა ბელგიის პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს. პარალელურად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი ამბობს, რომ მოელის კრიტიკულ შეფასებებს, თუკი საფრანგეთი გაითვალისწინებს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წინადადებას და ბურკას აკრძალავს. მთავრობამ კანონპროექტი 19 მაისს უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ის პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად. კუშნერის ვარაუდით, განსაკუთრებით მწვავე კრიტიკით გამოვლენ საუდის არაბეთი, პაკისტანი და თურქეთი.
XS
SM
MD
LG