Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერობის კანდიდატები აქტიურობისკენ მოუწოდებენ ევროსაბჭოს მეთვალყურეებს


თბილისის მერობის კანდიდატები დღეს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის წინასაარჩევნო სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ევროსაბჭოს თბილისის ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ზვიად ძიძიგური, გოგი თოფაძე, ნიკა ივანიშვილი, გია ჭანტურია და, ირაკლი ალასანიას სახელით, ვიქტორ დოლიძე. მათ ევროსაბჭოს სამეთვალყურეო მისიას სთხოვეს, დარღვევების მაქსიმალურად გამოსავლენად, რაც შეიძლება, აქტიურად გააკონტროლოს არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები. 30 მაისის არჩევნებისთვის მისია საქართველოში 20 მეთვალყურის გაგზავნას აპირებს.
XS
SM
MD
LG