Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში პოლიციამ დააჯარიმა ბურკაში ჩაცმული ქალი


იტალიის პოლიციამ 500 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა 26 წლის ქალს, რომელსაც ქუჩაში ქურკა, მაჰმადინთა სრული საბურველი ეცვა. ტუნისელი ქალი, იტალიის ქალაქ ნოვარაში, ქუჩაში ელაპარაკებოდა თავის ქმარს, როცა ის პოლიციამ გააჩერა. პოლიციამ ის დააჯარიმა, რადგან ქმარმა არ დართო ნება პოლიციელს, ქალის სახე ენახა. ეს ამგვარი პირველი ჯარიმაა იტალიაში. ბურკას გამო კანონი იტალიაში არ არსებობს, თუმცა სახის დაფარვა საჯარო ადგილებში აკრძალულია.
XS
SM
MD
LG