Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პროვინცია ნიმროზში ექსტრემისტებმა ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ იერიში განახორციელეს


ავღანეთში პოლიციელებად გადაცმული, შეიარაღებული ექსტრემისტების ჯგუფი შეიჭრა სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ნიმროზის პროვინციის მთავრობის შენობებში. შეტაკებების შედეგად პროვინციის საკრებულოს ერთი წევრი, სამი პოლიციელი და რამდენიმე ექსტრემისტი დაიღუპნენ. ოფიციალური პირების ცნობით, იერიში დაიწყო ცხრა თვითმკვლელი ამფეთქებლის მცდელობით, შესულიყვნენ პროვინციის გუბერნატორის ოფისებისთვის განკუთვნილ ადგილას ნიმროზის დედაქალაქ ზარანჯიში, როცა ნიმროზის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობდა. უშიშროების ძალებს ეჭვი გაუჩნდათ და შესულებს ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე მოიერიშის ასაფეთქებელი მოწყობილობები აფეთქდა. პროვინციის გუბერნატორ გულამ დასტაგარ აზადის განცხადებით, ბრძოლა საათზე მეტხანს გაგრძელდა. იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG