რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნახშირის მაღაროში მეთანის გაზის ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით უცნობია 60 ადამიანის ბედი, რომლებიც ჯერაც მიწისქვეშ არიან დარჩენილნი. აფეთქებები შაბათს მოხდა ციმბირის კემეროვოს რეგიონის რასპადსკაიას მაღაროში. სამაშველო ოპერაციები ახლაც გრძელდება.