რუსეთში, კემეროვოს ოლქში, გრძელდება რასპადსკაიას მაღაროში მომხდარი აფეთქებების შედეგად მიწის ქვეშ მოქცეულ მაღაროელთა ძებნა. შაბათს მომხდარ ორ აფეთქებას სულ ცოტა 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სავარაუდოდ 60-მდე მუშა არის მომწყვდეული მაღაროში. სამაშველო სამუშაოებს ართულებს მაღაროში გაზის სახიფათო კონცენტრაცია. დაღუპულთა შორის 18 მშველელია, რომლებიც მაღაროში პირველი აფეთქების შემდეგ შევიდნენ. რამდენიმე საათში მეორე აფეთქებაც მოხდა და ისინი იმსხვეპლა.