Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლეს ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტის თანაშემწე


ოთხშაბათს საღამოს მოკლეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე, ფრალ შებზუხოვი. რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, უცნობებმა შებზუხოვი საკუთარი საცხოვრებელი სახლის შორიახლოს სცემეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი მოძიება.
XS
SM
MD
LG