Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიერ მორელი ოპტიმისტურად უყურებს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის განახლებას


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში გამართული შეხვედრების შემდეგ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების აღდგენასთან დაკავშირებით. ევროკავშირის წარმომადგენელი, პიერ მორელი გამოთქვამდა იმედს, რომ შეხვედრის ორგანიზება ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკების მორიგ რაუნდამდე - ანუ 8 ივნისამდე - მოხერხდება. მორელი, გაეროს წარმომადგენელ ანტი ტურუნენთან და ეუთოს წარმომადგენელ ბოლატ ნურგალიევთან ერთად ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკების მე-11 რაუნდის მოსამზადებლად აწარმოებდა კონსულტაციებს. პარასკევს თანათავმჯდომარეები თბილისში გამართავენ შეხვედრებს.
XS
SM
MD
LG