Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი გრანდიოზულ მსახურებას გაუძღვა


რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე პორტუგალიის ქალაქ ფატიმაში ღია ცის ქვეშ გაუძღვა მსახურებას, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ჩასული ასი ათასობით მომლოცველი დაესწრო. ვატიკანის ინფორმაციით, წირვისთვის ფატიმაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ჩავიდა. ვატიკანის წარმომადგენლის, მანუელ მორუჟაოს თქმით, ის, რომ მსახურებაზე ამდენი ხალხი მივიდა, პაპისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას ნიშნავს კრიზისულ პერიოდში - როცა ის მღვდლების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების ირგვლივ დაწყებულ სკანდალთან ცდილობს გამკლავებას. ფატიმაში ჩატარებული წირვა პაპის პორტუგალიაში ოთხდღიანი ვიზიტის მთავარი მოვლენაა. იქ ჩასვლამდე, პაპმა განაცხადა, რომ კრიზისი, რომელშიც მისი ეკლესია აღმოჩნდა, ეკლესიის მტრებისგან კი არა, საკუთრივ ინსტიტუტის წიაღში არსებული ცოდვებისგან მომდინარეობს.
XS
SM
MD
LG