Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ტაიმს სკვერზე აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს


შეერთებული შტატების მედიის ცნობით, პაკისტანში დააპატიმრეს პირი, რომელმაც განაცხადა, რომ ეხმარებოდა ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მსურველ მამაკაცს - ფაიზალ შაჰზადს. გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ამ ეჭვმიტანილის ჩვენებაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აფეთქების მოწყობის მცდელობის უკან პაკისტანის თალიბანი დგას.
XS
SM
MD
LG