Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წითელპერანგიანებისთვის“ დაწესებული ვადა ამოიწურა


ამოიწურა ტაილანდის მთავრობის მიერ „წითელპერანგიანებისთვის“ დაწესებული ვადა. მათ უნდა დაეცალათ ბანკოკის ის ადგილი, სადაც მარტის შემდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. ოთხშაბათის შემდეგ ბანკოკში ძალადობას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. ქუჩებში ძალადობა მოჰყვა „წითელპერანგიანების“ წევრი ყოფილი გენერლისთვის სნაიპერის მიერ ცეცხლის გახსნას. მიღებული ჭრილობებით გენერალი დღეს გარდაიცვალა. კვირას საპროტესტო აქციის ლიდერები უშედეგოდ გამოვიდნენ მოწოდებით გაეროს შუამავლობით მთავრობასთან მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. მთავრობა უცხოელ ოფიციალურ პირებსა და ორგანიზაციებს დიდი ხანია აფრთხილებს, არ ჩაერიონ ტაილანდის საქმეებში.
XS
SM
MD
LG