ისლანდიის ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლი ევროპის საჰაერო მოძრაობას ახალ პრობლემებს უქმნის. ბრიტანეთი აცხადებს, რომ დაიკეტა ევროპის ყველაზე ხალხმრავალი, ლონდონის ჰითროუს აეროპორტი - ისევე როგორც გეტვიკი ამავე ქალაქში. ვარაუდობენ, რომ დაიკეტება ამსტერდამის და როტერდამის აეროპორტებიც.