Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად, კოალიციის 6 სამხედრო დაიღუპა


ავღანეთში მყოფი საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ ქაბულში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად, კოალიციის 6 სამხედრო დაიღუპა. მათ ეროვნულ კუთვნილებას სარდლობა არ ასახელებს. ქაბულის ცენტრში, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, 6 სამხედროს გარდა, 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფეტქების შედეგად დაიჭრა 50-მდე ადამიანი, მათ შორის 4 სამხედრო მოსამსახურე. ტერაქტის პასუხისმგებლობის თაობაზე მოძრაობა თალიბანმა განაცხადა. მისმა წარმომადგენელმა სააგენტო ფრანს-პრესს აცნობა, რომ ტერაქტის სამიზნე ამერიკელ სამხედროთა ავტომანქანები იყო.
XS
SM
MD
LG