Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში, ბაჰრამის საჰაერო ბაზაზე სისხლიანი შეტაკება მოხდა


რამდენიმე საათის წინ, ავღანეთის დედაქალაქის ქაბულის ჩრდილოეთით, ბაჰრამის საჰაერო ბაზაზე ნატოს შეიარაღებულ ძალებსა და თალიბებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც ”ასოშიეთიდ პრესი” იუწყება, შეტაკების შედეგად, შვიდი ამბოხებული დაიღუპა და 5 ჯარისკაცი დაშავდა. შეტაკებას წინ უძღოდა აფეთქება ქაბულში. როგორც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ქაბულში ავტომანქანის აფეთქების შედეგად ნატოს ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ შორის 5 ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკავი და ერთიც კანადელი ჯარისკაცი. როგორც ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, აფეთქების შედეგად 12 ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა. აფეთების დროს მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსით მგზავრობდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს. თეთრი სახლის სპიკერი ბილ ბარტონი გმობს აფეთქებას და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის ხელისუფლება კვლავაც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ავღანეთში სტაბილურობა და უსაფრთხოება გააძლიეროს.
XS
SM
MD
LG