Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის სამხრეთში არეულობას ორი ადამიანი შეეწირა


ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა ქვეყნის სამხრეთში, უზბეკეთის დაფინანსებით მოქმედ უნივერსიტეტში ეთნიკური ყირგიზების მხრიდან მიტანილი იერიშის დროს. შემთხვევა ქალაქ ჯალალ-აბადში მოხდა - დაახლოებით 5,000 ყირგიზი შეეცადა უნივერსიტეტში შეჭრას. მათ ფანჯრებს ქვები დაუშინეს და ჩალეწეს. პოლიციამ ჰაერში გასროლით სცადა ხალხის დაშლა. ჯალალ-აბადში ძალადობის შემთხვევები გასულ კვირაშიც იყო, როდესაც დამხობილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებსა და დროებითი მთავრობის მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა. დღეს უფრო ადრე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს - ისინი ადგილობრივი უზბეკური უმცირესობის ლიდერის, კადირჟან ბატიროვის დაპატიმრებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მან ეთნოსებს შორის დაძაბულობის პროვოცირება მოახდინა. ბაკიროვი დროებითი მთავრობის მხარდაჭერით გამოდიოდა ჯალალ-აბადში - სადაც დამხობილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს ბევრი მხარდამჭერი ყავს.
XS
SM
MD
LG