Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დაპატიმრებული ამერიკელი ქალი ყველაზე მეტად მარტოობას უჩივის


ირანში დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა ამერიკელიდან ერთ-ერთი, სარა შაურდი, ყველაზე მეტად მარტოობას განიცდის. სამი ამერიკელიდან ის ერთადერთი ქალია და ცალკეა მოთავსებული. დღეს სამივე შეხვდა თეირანის ერთ-ერთ სასტუმროში თავიანთ დედებს, რომლებიც ოთხშაბათს ჩავიდნენ ირანში შვილების გათავისუფლების იმედით. სამი ახალგაზრდა 10 თვის წინ დააკავეს ირანელმა მესაზღვრეებმა ერაყის საზღვრის მახლობლად. ირანი მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებს, ისინი კი ირწმუნებიან, რომ ირანში შემთხვევით აღმოჩნდნენ ერაყში ტურისტული ლაშქრობის დროს.
XS
SM
MD
LG