Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკის და ლებედევს პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდათ


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ”იუკოსის” და ”მენატეპის” ყოფილ ხელმძღვანელებს მიხაილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევს პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით, 17 აგვისტომდე გაუხანგრძლივდა. ამჯერად, საუბარია მათ წინააღმდეგ რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის თანახმად, ხოდორკოვსკიმ და ლებედევმა 350 მილიონი ტონა ნავთობი მიითვისეს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატების არგუმენტი იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, ეკონომიკურ დანაშაულში ეჭვმიტანილს აღმკვეთ ზომად პატიმრობას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უსჯიან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად მიხაილ ხოდორკოვსკიმ გათავისუფლების შემთხვევაში რუსეთიდან მისი გაქცევის მტკიცებულებას გაყალბებული უწოდა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG