Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა ევროს დახმარების პაკეტი


გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა გერმანიის წილი ევროს მოქმედების ზონის, ვალებით დამძიმებული ქვეყნების დასახმარებლად შემუშავებულ, მილიარდობით ევროს მოცულობის პაკეტში. სავარაუდოდ, ბუნდესტაგის ზედა პალატა ამ ზომას დღეს მოგვიანებით დაამტკიცებს. გერმანიამ 750 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტში 150 მილიარდი ევრო უნდა შეიტანოს. მთლიან დახმარებაზე ორი კვირის წინ შეთანხმდნენ ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. დახმარების მიზანს ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების გაკოტრებისგან დახსნა წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG