Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეტას წევრებს მადრიდში აფეთქებების მოწყობის გამო 1,040 წლით მიესაჯათ პატიმრობა


ესპანეთში სასამართლომ ბასკების სეპარატისტული დაჯუფება „ეტას“ 3 წევრს 1,040 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2006 წელს მადრიდის აეროპორტთან მანქანის აფეთქების გამო - რომელსაც თავიანთ მანქანებში მძინარე ორი ეკვადორელი იმიგრანტი ემსხვერპლა. მატინ სარასოლა, იგორ პორტუ და მიკელ სან სებასტიანი „ტერორისტული მკვლელობის“ ჩადენაში სცნეს დამნაშავედ. ტერორიზმში ბრალდებულთათვის ესპანეთში ხშირად გამოაქვთ ხანგრძლივი პატიმრობის განაჩენები - თუმცა ეს, როგორც წესი, სიმბოლური ნაბიჯია ხოლმე, ვინაიდან მაქსიმალური სასჯელი, რომელიც პირმა ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის გამო შეიძლება მოიხადოს, თავისუფლების 40 წლით აღკვეთაა. ესპანეთის ჩრდილოეთსა და საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ბასკთა სახელმწიფოს დაარსების მიზნით 4 ათწლეულის მანძილზე წარმოებული ძალადობრივი კამპანიის გამო ეტას 820-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი ბრალდება.
XS
SM
MD
LG