Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა კუზბასის მაღაროელთა მიმართ სოლიდარობის აქციები


შაბათს რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა კუზბასის მაღაროელთა მიმართ სოლიდარობის აქციები. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტყობინება, მოსკოვში მოწყობილ აქციაში ასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ხალხი მოითხოვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინისა და კემეროვოს ოლქის გუბერნატორის, ამან ტულეევის გადადგომას. აქციებში მონაწილეების აზრით, პუტინმა და ტულეევმა პირადად უნდა აგონ პასუხი 9 მაისს მაღარო „რასპადსკაიაში“ 66 ადამიანის დაღუპვისთვის. 24 მაღაროელი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
XS
SM
MD
LG