Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდში ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ორდერი გასცეს


ტაილანდში სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტაკსინ შინავატრას დაპატიმრების ორდერი დაამტკიცა. მას, ბოლოდროინდელ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ტერორიზმის ბრალდება აქვს წაყენებული. საპროტესტო აქციებმა ცხრა კვირა გასტანა და ბანკოკის ნაწილის პარალიზება გამოიწვია, დაიღუპა 80-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა უმრავლესობა ტაკსინის მომხრეები იყო. ასევე ტაილანდიდან გავრცელებული ინფორმაციით, კომენდანტის საათის მოქმედების ვადა გაგრძელდა ბანკოკსა და ქვეყნის 23 პროვინციაში. ტაქსინის მმართველობას ბოლო მოეღო 2006 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, რის შემდეგაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ემიგრაციაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG