Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება


თბილისში ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ ღეითი იმყოფება. მასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ეგვიპტესთან ყველა სფეროში აქტიურად თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ვაშაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი ეგვიპტის მიდგომას კარგად გააზრებული და დაბალანსებული უწოდა. თავის მხრივ, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და რუსეთი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით, ურთიერთობებს უახლოეს ხანში მოაგვარებენ
XS
SM
MD
LG