მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა ყაზახეთის ბიუჯეტის მხარდაჭერის პროექტი ერთი მილიარდი დოლარის მოცულობით. ამ თანხით მსოფლიო ბანკი ყაზახეთის მთავრობას დაეხმარება ეკონომიკური პროგრამის იმპლემენტაციაში, კერძოდ ფისკალური პოლიტიკის, ბიუჯეტის მენეჯმენტის და საბანკო რეგულაციების გასატარებლად.