Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა მოქალაქეობის უფლება მიანიჭა უცხოეთში მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს


უნგრეთის პარლამენტი დღეს მიემხრო კანონპროექტს, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს დამატებით უნგრეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი მეზობელ სლოვაკეთთან დაძაბულობას გაამწვავებს. ახალი კანონით, სხვა სახელმწიფოების მოქალაქემ, უნგრული მოქალაქეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც მის უნგრულ წარმომავლობას ადასტურებს, უნდა ფლობდეს უნგრულ ენას და არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. კანონი ძალაში შევა 2011 წლის 1 იანვარს და შეეხება 2,5 მილიონზე მეტ ეთნიკურ უნგრელს მეზობელ სახელმწიფოებში, უწინარეს ყოვლისა სლოვაკეთში, რუმინეთსა და სერბიაში.
XS
SM
MD
LG