Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში სამხედრო-სამობილიზაციო სწავლება მიმდინარეობს


ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამობილიზაციო სწავლება მიმდინარეობს. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, წვრთნაში მე-7 მოტომსროლელი ბრიგადა და გაგრის კომისარიატი მონაწილეობენ. აფხაზური არმიის სწავლებას თბილისში გამართული სამხედრო აღლუმისადმი უნიჭო პასუხი უწოდა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა. მისი განცხადებით, დღევანდელი წვრთნით რუსეთის საოკუპაციო ძალა ცდილობს დაამტკიცოს, რომ რეგიონში ვითარებას აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG