Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრიტიშ პეტროლეუმი“: დაღვრილი ნავთობის შეკავების ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს


კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ აცხადებს, რომ მექსიკის ყურის გამსკდარ ჭაბურღილში - საიდანაც ნავთობი იღვრება -
სქელი ტალახის ჩატუმბვის ოპერაცია ჯერჯერობით გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა, კომპანიის თქმით, კვლავაც ნაადრევია იმის განსაზღვრა, წარმატებული იქნება თუ არა ოპერაცია, რომლის მიზანიც ნავთობის დაღვრის შეჩერებაა. დაღვრილი ნავთობი აშშ-ს სამხრეთის სანაპიროს გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს. „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მიერ დაწყებულ პროცედურას აშშ-ს მთავრობა უჭერს მხარს - თუმცა, კომპანიის მსგავსად, მთავრობის წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ უცნობია, გაამართლებს თუ არა ოპერაცია. ეს პროცედურა ასეთ სიღრმეზე - დაახლოებით 1.6 კილომეტრზე - აქამდე არასოდეს გამოუცდიათ. პარალელურად, ლუიზიანის გუბერნატორი აცხადებს, რომ მისი შტატის სანაპირო ზოლის 160 კილომეტრზე მეტია დაბინძურებული დაღვრილი ნავთობით.
XS
SM
MD
LG