ესპანეთის პარლამენტმა ერთი ხმის უპირატესობით დაამტკიცა პაკეტი, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების 15 მილიარდი ევროთი შეკვეცას ითვალისწინებს. სოციალისტების მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების 5 პროცენტს ხელფასი შეუმცირდება, ასევე მნიშვნელოვნად შეიკვეცება სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა. მთავარი მიზანი ის არის, რომ 2011 წლისთვის საბიუჯეტი დეფიციტი 11-დან 6 პროცენტამდე შემცირდეს. ამით კრიზისის ბერძნული ვარიანტისთვის თავის არიდება გახდება შესაძლებელი. ესპანეთში უმუშევრობის მასშტაბი 20 პროცენტს აჭარბებს - რაც საშუალოევროპულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.