ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძლად საფრანგეთი დასახელდა. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ დღეს გამოაცხადა, რომ ჩემპიონატის მასპინძლობისათვის კონკურენციაში საფრანგეთმა აჯობა ორ ძლიერ კონკურენტს - იტალიასა და თურქეთს.