Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკის ყურის სანაპიროზე ჩავიდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მექსიკის ყურის სანაპიროზე ჩავიდა ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად მიმდინარე სამუშაოებთან გასაცნობად. ეს მისი მეორე ვიზიტია მექსიკის ყურის სანაპიროზე, რომლის ფლორასა და ფაუნასაც დიდ ზარალს აყენებს ზღვის ფსკერზე ჭაბურღილის გასკდომის შემდეგ წყალში ჩაღვრილი მილიონობით ლიტრი ნავთობი. ენერგოკომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელ დირექტორ ტონი ჰეიუორდის განცხადებით, დაახლოებით, 48 საათში შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, წარმატებულია თუ არა ჭაბურღილში სქელი ტალახის ჩატუმბვის ოპერაცია წყალში ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG