Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში აფეთქებამ პოლიციელი იმსხვერპლა


ერთი პოლიციელი დაიღუპა და ერთი - დაიჭრა, დაღესტნის ქალაქ კასპიისკში საგზაო პატრულის სავალ გზაზე მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ქალაქის შესასვლელთან, გზაზე იყო დამონტაჟებული. პარასკევს ხასავიურტის რაიონში, სოფელ ბატა-იურტთან ატეხილ სროლაში სამი მეამბოხე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG