Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა აქტივისტების დეპორტაცია დაიწყო


ისრაელმა ”ჰუმანიტარული დახმარების ფლოტილიაზე” თავდასხმის შედეგად დაკავებულთა დეპორტაცია დაიწყო. 120-ზე მეტი აქტივისტი ავტობუსით გაამგზავრეს იორდანიაში. ორი დღის განმავლობაში კიდევ ასობით დაკავებულს გაათავისუფლებენ. ორშაბათს ისრაელი თავს დაესხა ფლოტილიას, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი მიჰქონდა პალესტინაში. თავდასხმისას სულ ცოტა 9 კაცი დაიღუპა. ისრაელი აცხადებს, რომ მისი სამხედროები თავს იცავდნენ, თუმცა აქტივისტები ამას უარყოფენ.
XS
SM
MD
LG