Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელთან ურთიერთობა „ძველებური აღარასოდეს იქნება“


თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულის განცხადებით, ისრაელთან თურქეთის ურთიერთობა „ძველებური აღარასოდეს იქნება“ მას შემდეგ, რაც ისრაელმა რეიდი განახორციელა ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე. რეიდის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თურქეთის რვა მოქალაქე. როგორც გიულმა თურქეთის ტელევიზიას განუცხადა, ინციდენტმა „გამოუსწორებელი“ ზიანი მიაყენა ურთიერთობებს. მისი გამოსვლის დროს თურქეთშივე დაიწყო დაღუპული აქტივისტების დაკრძალვა. დღეს, უფრო ადრე, სტამბოლში ჩავიდა 500-ზე მეტი უცხოელი, რომელიც ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე იმყოფებოდა და ისრაელის მიერ რეიდის შემდეგ იქნა დეპორტირებული. აქტივისტები გმირებივით მიიღეს სტამბულის აეროპორტში ჩასვლისას ცერემონიაზე თურქეთის ვიცე-პრემიერ ბულანტ არინჩის და პარლამენტარების მონაწილეობით. ამასობაში, ღაზის სექტორისკენ კურსს აგრძელებს ირლანდიური კატარღა, რომლითაც კვირის ბოლოს აპირებენ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას. კატარღაზე 15 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი მეირიდ მაგუაიერი. ორგანიზატორების განცხადებით, თუ ისრაელის ხელისუფლება კატარღის შეჩერებას შეეცდება, მას წინააღმდეგობას არ გაუწევენ.
XS
SM
MD
LG