Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენელი მეამბოხეები საუდის პრინცის მოტაცებით იმუქრებიან


იემენის „ალ ყაიდის“ ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერმა საიდ აშ შიხრიმ მოუწოდა თავის მომხრეებს, რათა გაიტაცონ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის რომელიმე წევრი. ოფიციალური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, აშ შიხრი აცხადებს, რომ პრინცისა და პრინცესის მოტაცება საჭიროა, რათა ისინი გაცვალონ ჰაილ ალ კასირში, რომელიც უსაფრთხოების ძალებმა ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთში დააპატიმრეს. ალ კასირს, რომელიც 6 წლის წინ მოკლული მეამბოხის ცოლია, ალ ყაიდის წევრები „ნათელმხილველს“ უწოდებენ. იემენელი ექსტრემისტები ბოლო ხანს ხშირად იტაცებენ უცხოელ ტურისტებს, ადგილობრივ მოხელეებს და სხვა გავლენიან პირებს.
XS
SM
MD
LG