Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე ”კვარტეტი” დღეს ახალი ინციდენტის ფონზე იკრიბება


ღაზის სანაპიროსთან ისრაელის საზღვაო პატრულმა ოთხი პალესტინელი მეომარი მოკლა. ისრაელის არმიის ცნობით, პალესტინელები ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. ჰამასის წყაროც ადასტურებს 4 პალესტინელის დაღუპვას და იმასაც, რომ ეძებენ მეხუთე პირს, რომელიც მათი ვარაუდით, ასევე მოკლულია. ამ ფონზე დღეს ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ოთხეული იკრიბება. ის რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებისგან შედგება. დღევანდელ შეხვედრაზე ისრაელის მიერ ღაზისკენ ჰუმანიტარული მისიით მიმავალ ფლოტილიაზე თავდასხმაზე იმსჯელებენ. ამ ოპერაციას 31 მაისს 9 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელმა უარყო გაეროს გენერალური მდივნის მოწოდება საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ამასთან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ საფრანგეთს შეუძლია ღაზისკენ გემების მოძრაობაზე მეთვალყურეობაში მონაწილეობა, რომ ჰუმანიტარულმა ტვირთმა დანიშნულების ადგილს მიაღწიოს.
XS
SM
MD
LG