Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი საფრანგეთში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანხმლებ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად პარიზში ვიზიტს განაგრძობს. დღეიდან იწყება ოფიციალური შეხვედრები საფრანგეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტები სააკაშვილი და სარკოზი საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასა და აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე ისაუბრებენ. სამთავრობო დელეგაციათა შეხვედრებისას ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში საქართველო-საფრანგეთის პარტნიორობის საკითხებს განიხილავენ. დღეს ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები ხელს მოაწერენ ენერგეტიკული თანამშრომლობის დოკუმენტს.
XS
SM
MD
LG