Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა


დღეს პარიზში ერთმანეთს საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვდნენ. ნიკოლა სარკოზიმ და მიხეილ სააკაშვილმა ორი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ნატოში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციასა და ევროკავშირის დახმარებაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ განხილვის საგნად იქცა რუსეთის მიერ აგვისტოს ომის შემდგომი შეთანხმებების შეუსრულებლობაც. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან მისივე თქმით, ”ევროკავშირში მთავარი სახელმწიფო მთლიანად, ყოველგვარი ყოყმანის, წინაპირობების და დათქმების გარეშე, საქართველოს ყველა საკითხში მხარს უჭერს”
XS
SM
MD
LG