Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ბულგარეთის ეკონომიკური მაჩვენებლებით შეშფოთებულია


ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს ბულგარეთის მიერ წარდგენილი სტატისტიკის გამო. ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში ოლი რენმა ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ”ევროკავშირი შეშფოთებულია ბულგარეთის სტატისტიკური მონაცემებით” და იქ მისიის გაგზავნას გეგმავს. ეს იქნება პირველი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სტატისტიკის ოფის ”ევროსტატს” აუდიტისა და გამოძიების ახალი უფლებამოსილება მიენიჭა. ბულგარეთი ევროკავშირის წევრია 2007 წლიდან. მას გაწევრიანების წინა დახმარების სახით ევროკავშირისგან 825 მილიონი ევრო უნდა მიეღო, რომლის გაცემაც ევროკომისიამ 2008 წელს შეაჩერა და ბულგარეთში კორუფციის პრობლემების გამო 220 მილიონი ევრო ჩამოაჭრა თავდაპირველად გათვალისწინებულ თანხას.
XS
SM
MD
LG