Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია ჯინჯიჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ექსტრადიციას ითხოვს


სერბიის იუსტიციის მინისტრ სნეჟანა მალოვიჩის განცხადებით, სერბია ხორვატიას სთხოვს სერბი ძებნილის, პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი სრეტკო კალინიჩის ექსტრადიციას. კალინიჩი სამშაბათს დააპატიმრეს ხორვატიაში, მას შემდეგ, რაც ის ზაგრების გარეუბანში სროლის დროს დაიჭრა. სერბიის სასამართლოს კალინიჩისთვის 30 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი 2003 წელს ჯინჯიჩის მკვლელობასთან დაკავშირებით. ეს განაჩენი კალინიჩის დაუსწრებლად გამოიტანეს.
XS
SM
MD
LG