Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა ლიგა ისრაელს სასტიკ ქმედებებში ადანაშაულებს


არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა, ამრ მუსამ დღეს განაცხადა, ყველამ უნდა იცოდეს რომ ისრაელი აგრძელებს „სასტიკ ქმედებებს და თავდასხმებს“ და ამით ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევსო. 31 მაისს ღაზისაკენ მიმავალ დახმარების გემზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპული 9 თურქის შესახებ მან თქვა, „ისინი ჩვენი წამებულებიც იყვნენო“. ამრ მუსა ამ განცხადებებით სტამბოლში, თურქეთისა და არაბული ქვეყნების ფორუმზე გამოვიდა. ოთხშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, ღაზაში არსებული ვითარების უცვლელად შენარჩუნება შეუძლებელიაო - და დასძინა, რომ შეერთებული შტატები პალესტინელებს სამოქალაქო დახმარების სახით 400 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამ განცხადებებით გამოსვლამდე ობამამ თეთრ სახლში პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი მიიღო.
XS
SM
MD
LG