Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 13 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის რეიდის შედეგად


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სავარაუდოდ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. სარაკეტო იერიში ჩრდილოეთ ვაზირისტანში განხორციელდა - რეგიონში, რომელშიც განსაკუთრებით ძლიერი პოზიცია აქვთ თალიბებს და ალ-ყაიდას. საჰაერო რეიდი მიმართული იყო ობიექტისადმი, რომელსაც თალიბანი საწვრთნელ ცენტრად იყენებს.
XS
SM
MD
LG