Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და ბრიტანეთის ლიდერები მექსიკის ყურეში ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფის გარშემო ისაუბრებენ


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი დღეს სატელეფონო საუბარს გამართავენ მექსიკის ყურეში ბრიტანული ფირმის, „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ჭაბურღილიდან ნავთობის ჩაღვრის შედეგად გამოწვეულ კატასტროფაზე და „ბი-პის“ რეაგირებაზე კრიტიკული ვითარების მიმართ. კამერონმა პარასკევს დაიცვა „ბრიტიშ პეტროლიუმი“, განაცხადა რა, რომ ორივეს, აშშ-ის და ბრიტანეთის ინტერსესს წარმოადგენს, „ბი-პი“ ფინანსურად ძლიერი და სტაბილური კომპანია დარჩეს, მიუხედავად ამ პრობლემისა. კამერონის წარმოადგენელმა განაცხადა, რომ პრემიერი შეშფოთებულია ნავთობის დაღვრით გამოწვეული ზარალის გამო.
XS
SM
MD
LG