Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფრიკელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს


ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს აფრიკელებმა: D ჯგუფის პირველ შეხვედრაში განის ნაკრებმა სერბიის ეროვნულ გუნდს სძლია - 1:0. დღესვე, უფრო ადრე, გაიმართა C ჯგუფის წევრთა მატჩი: სლოვენიამ ამავე ანგარიშით (1:0) დაამარცხა ალჟირის ნაკრები. დღეს საღამოს კიდევ ერთი მატჩი იყო, D ჯგუფში გერმანიამ დაამარცხა ავსტრალიის გუნდი დიდი ანგარით - 4:0. ორშაბათს, 14 ივნისს, ორი მატჩია E ჯგუფში, ნიდერლანდი დანიას ეთამაშება, იაპონელები კამერუნის ნაკრებს. F ჯგუფში კი მოგვიანებით, იტალიის და პარაგვაის ეროვნული გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG