Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი არანაირ სანქციას არ დააწესებს


საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფრანგულ კომპანია ”ევროკოპტერს” თბილისთან თანამშრომლობის გამო მოსკოვმა, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. ამ კომპანიისგან ორი ვერტმფრენის შეძენის შეთანხმება პარიზში, პრეზიდენტ სააკაშვილის ამასწინანდელი ვიზიტისას გაფორმდა. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმებების ხელმოწერა თბილისის და პარიზის სუვერენული გადაწყვეტილება და უფლებაა, რომელთანაც მოსკოვს არაფერი ესაქმება. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი არანაირ სანქციას არ დააწესებს, რადგან თავადაა დამოკიდებული დასავლური წარმოების შეიარაღებაზე.
XS
SM
MD
LG