Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა


საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე დღეს თბილისში იმსჯელეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში მოუგვარებელი საკითხები არ არსებობს. თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი ქვეყნის ურთიერთობის სამართლებრივ რევიზიასა და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხების გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ვაშაძის თქმით, ნალბანდიანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციით და თბილისი-მოსკოვის ურთიერთობის მხრივ არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა და შესაბამისი განმარტებები მიიღო.
XS
SM
MD
LG