Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა დღეს ამერიკის მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართავს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ღამით თეთრი სახლიდან ტელევიზიით მიმართავს ამერიკის მოქალაქეებს და ილაპარაკებს მისი ადმინისტრაციის მცდელობაზე მექსიკის ყურეში ნავთობის მასიური ჩადინების შესაკავებლად. ობამას მიმართვა დაგეგმილია რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ის მექსიკის ყურიდან ვაშინგტონში დაბრუნდება. ამასთან, ნავთობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები კონგრესში ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მოსმენაში მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG